წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში — „წესები“) წარმოადგენს შეთანხმებას მომხმარებელსა და ი/მ - ანზორ შაკიაშვილს (შემდგომში — „ადმინისტრაცია“) შორის და არეგულირებს ვებ-გვერდით — anriux.com (შემდგომში — „პლატფორმა“ ან „ვებ-გვერდი“), ონლაინ სერვისებითა და დაკავშირებული მომსახურებით სარგებლობის პირობებს.


ვებ-გვერდზე რეგისტრაციით, სერვისის/პროდუქტის შეძენით ან პლატფორმით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად გაეცანით და ეთანხმებით აღნიშნულ წესებს. ადმინისტრაცია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ცალმხრივად განაახლოს ან შეცვალოს პირობები. ცვლილებები ძალაში შედის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

1. ზოგადი დებულებები

1.1. პლატფორმის მფლობელია ი/მ - ანზორ შაკიაშვილი, პირადი ნომერი: 01008046436, იურიდიული მისამართი: ა.პოლიტკოვსკაიას 3ა.


1.2. წინამდებარე წესები შედგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.

2. ტერმინების განმარტება

პლატფორმა / ვებ-გვერდი — anriux.com.


მომხმარებელი — ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს პლატფორმით ან მისი სერვისებით.


სერვისი / პროდუქტი — ვებ-გვერდის მეშვეობით შეთავაზებული ნებისმიერი მომსახურება, ციფრული ან ფიზიკური პროდუქტი.


კონტენტი — ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტური, ვიზუალური, აუდიო ან პროგრამული მასალა.

3. რეგისტრაცია და ანგარიშის მართვა

3.1. სერვისებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი, უტყუარი და სრული ინფორმაცია.


3.2. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი ანგარიშის მონაცემების (მათ შორის, პაროლის) კონფიდენციალურობაზე.


3.3. ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეზღუდოს ან გაუქმოს მომხმარებლის ანგარიში, თუ ადგილი ექნება წესების დარღვევას ან არასწორი მონაცემების მოწოდებას.

4. გადახდის პირობები

4.1. სერვისის ან პროდუქტის შეძენა ხორციელდება ვებ-გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით.


4.2. ფასები მითითებულია ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.


4.3. მომსახურების ან პროდუქტის მიწოდება ხორციელდება საფასურის სრულად გადახდის შემდეგ.

5. თანხის დაბრუნების პოლიტიკა

5.1.კურსის საფასურის დაბრუნების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ გადახდის განხორციელებიდან 2 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში.


5.2. 2-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხა დაბრუნებას აღარ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, დაესწრო თუ არა სტუდენტი კურსს. სტუდენტის მხრიდან კურსის შეწყვეტა, ლექციებზე დაუსწრებლობა ან ტექნიკური პრობლემები არ წარმოადგენს თანხის დაბრუნების საფუძველს. თუ კურსი გაუქმდება ადმინისტრაციის მიზეზით, სტუდენტს სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა.

6. მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები

6.1. მომხმარებელი ვალდებულია:


გამოიყენოს პლატფორმა მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის;


არ შეუშალოს ხელი ვებ-გვერდის გამართულ ფუნქციონირებას;


არ გადასცეს მესამე პირებს საკუთარი წვდომის მონაცემები ან პლატფორმის პრივატული რესურსები.


6.2. მომხმარებელს უფლება აქვს:


ისარგებლოს შეძენილი სერვისით/პროდუქტით დადგენილი წესების შესაბამისად;


მოითხოვოს ინფორმაცია სერვისის მიმდინარეობისა და პირობების შესახებ;


მოითხოვოს საკუთარი პერსონალური მონაცემების განახლება, შესწორება ან წაშლა კანონით დადგენილი წესით.

7. ინტელექტუალური საკუთრება

7.1. ვებ-გვერდზე (anriux.com) განთავსებული ყველა მასალა, დიზაინი, ლოგო, ტექსტი და პროგრამული კოდი წარმოადგენს ი/მ - ანზორ შაკიაშვილის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საქართველოს „საავტორო და მომმიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონით.


7.2. ადმინისტრაციის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია კონტენტის კოპირება, გავრცელება, ტირაჟირება ან კომერციული მიზნით გამოყენება.

8. პერსონალურ მონაცემთა დაცვა

8.1. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და დაცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით.


8.2. მონაცემები გამოიყენება მხოლოდ სერვისის ადმინისტრირების, მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

9.1. ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას ტექნიკურ შეფერხებებზე, რომლებიც გამოწვეულია ინტერნეტ-პროვაიდერების, მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის ან ფორს-მაჟორული გარემოებების გამო.


9.2. ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევით ან ანგარიშის მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემით.

10. მარეგულირებელი სამართალი და დავები

10.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.


10.2. ნებისმიერი დავა წყდება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოებს.

11. საკონტაქტო ინფორმაცია

წესებთან ან სერვისებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:


მფლობელი: ი/მ - ანზორ შაკიაშვილი


მისამართი: ა.პოლიტკოვსკაიას 3ა


პირადი ნომერი: 01008046436


ელ-ფოსტა: anri.shakiashvili@gmail.com


ვებ-გვერდი: anriux.com